ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში, საავტომობილო გზაზე კლდის ფრაგმენტი ჩამოიშალა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში პერიმეტრზე საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებული იყო.
ამ დროისთვის საავტომობილო გზა გაწმენდილია.
"ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ სურმუშში, ჩამოიშალა კლდე,რამაც შეაფერხა მოსახლეობის გადაადგილება", - წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.