ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა.
დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.
როგორც ისინი "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, ცეცხლი გამთენიას გაჩნდა.
"ღამის 4-ის წუთები იყო, როცა ხანძარი შესახებ გავიგეთ, როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული "ინფო იმერეთთან".
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.