იმერეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში  6 223 ადამიანი მონაწილეობდა.

პროგრამა 2022 წლის მარტიდან მოქმედებდა და 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევდა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართულიყვნენ  და 300-ლარიან ანაზღაურებასთან ერთად სოციალური დახმარებაც მიეღოთ.

მომავალი წლიდან პროგრამა არსებულ ფორმატში აღარ გაგრძელდება. 

საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამაში 29 094 სოციალურად დაუცველ პირი იყო ჩართული.