ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო "ინფო იმერეთი" 5 წლის გახდა.

სააგენტო 2021 წლის სექტემბერში დაარსდა და მას შემდეგ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც მოქალაქეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, გავაშუქოთ პრობლემები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სპორტული მოვლენები, საზოგადოებას გავაცნოთ საინტერესო, ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები.

5 წლის განმავლობაში "ინფო იმერეთმა" თქვენი ნდობა მოიპოვა, ამაზე მეტყველებს ჩვენ სოციალურ ქსელებში მკითხველის აქტიურობა და სიმრავლე, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველებს და გამომწერებს.

"ინფო იმერეთი" თქვენი მხარდაჭერით კვლავაც იქნება იქ, სადაც ჩვენი ყოფნით და საქმიანობით ერთად შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება და ერთად შეცვალოთ ის, რისი შეცვალაც შეგვიძლია.