ქუთაისში, შარტავას პირველ ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივები "ინფო იმერეთს" დაუკავშირდნენ და მათი პრობლემის გაშუქება სთხოვეს.
მოსახლეობის თქმით, კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია თვეებია, მიტოვებულია. სამშენებლო ნარჩენები, სამუშაო იარაღები და მოწყობილობები კი კორპუსის მიმდებარედ არის მიმოფანტული.
"კატასტროფა ხდება ჩვენი კორპუსის თავს. ფასადის რეაბილიტაციაზე რამდენიმე თვის წინ მუშა დაიღუპა, იმის შემდეგ სამუშაოები მიტოვებულია. სამშენებლო ნარჩენები და იარაღები კორპუსთან ყრია. პირველ სართულებზე კომერციული ობიექტებია, სადამდეც მისვლას კლიენტები ვერ ახერხებენ. ამოვიდა სარეველა ბალახი ამ სამშენებლო მასალებზე და ანტისანიტარიის კერა გახდა ეს ყოველივე. ვინმე გვეტყვის როდის დასრულდება ეს რეაბილიტაცია ან ამ ნაგავს როდის გაიტანენ?!", - აცხადებს მოსახლეობა "ინფო იმერეთთან" საუბრისას.