ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ბაღი ააშენეს, თუმცა მესამე წელია, არ ფუნქციონირებს.
ადგილი, სადაც ბავშვები უნდა თამაშობდნენ, დღეს სარეველა ბალახებით არის დაფარული, მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მღრღნელების და ქვეწარმავლების ბუდედ იქცა.
შენობა, რომლის აშენებაზე და შემდეგ ეზოს მოწყობაზე ათობით ათასი ლარი დაიხარჯა, უფუნქციოა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ობიექტზე ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა მის გამოსწორებას მესამე წელია, ვერ ახერხებენ.
"ქუთაისის ბაღების უმრავლესობა ისეთ შენობებშია, რომ ნახო გული შეგიწუხდება. ააშენეს ბარი, გვიხაროდა მთელს უბანს და ბავშვებს არ იღებენ. გველების ბუდეებია ეზოში, შესვლა შეუძლებელია მანდ", - ამბობს "ინფო იმერეთთან" საუბრისას ადგილობრივი და პრობლემის გაშუქებას გვთხოვს.
ქუთაისში ბაგა-ბაღების 38 ფილიალია.