ვანში ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადათხრილია.
ადგილობრივები "ინფო იმერეთს" წერენ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გაიყვანეს, რის შემდეგადაც ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტი გადათხრილი, გზები კი დეფორმირებულია.
"ვანის მუზეუმი რომ გაქვს და ტურისტებს რომ აგვისტოში პიკს აღწევს და ქუჩებს ასე გადათხრი ტვინი გააქვს თავში?!
მთელი ქალაქი არის გადათხრილი, გადაჩიჩქნილი და მტვერმოდებული. მანქანები მომსპარია, მძღოლები გადარეულები არიან. ღორებს რომ შეუშვებს ბოსტანში და დინგით გადათხრიან ყველაფერს, ისეა ვანი. ამ ქალაქს პატრონი ჰყავს?!" - გვწერს ადგილობრივი და "ინფო იმერეთს" ფოტოს უგზავნის.