რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის, მათ შორის ზესტაფონელი აკაკი ტოფაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე "კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა.
ავტობუსში 47 მგზავრი იჯდა. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.
ავტობუსის მგზავრების 95% ქართველები იყვნენ.