ავანგარდში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 38-ე საჯარო სკოლის იერსახე საშინელ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ "ინფო იმერეთთან" ადგილობრივები აცხადებენ.

"1990-იან წლებში კედლებზე ასაფეთქებლებს რომ აფეთქებდნენ, იმის ნაკვალევი დღემდეა შემორჩენილი. შიდა მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, იქნებ შეღებონ და ფასადი მაინც გაალამაზონ. ასევე, კარგი იქნება, თუ მოეწყობა ღია კალათბურთის მოედანი, რომელიც ადრე არსებობდა", - წერს ადგილობრივი მცხოვრები „ინფო იმერეთს“.