ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდა მოთამაშემ დიეგო დეისაძემ რუსული კლუბიდან მიღებული სარფიანი შეთავაზება უარყო.

ფეხბურთელმა ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლაზე კატეგორიული პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა, შესაბამისად, მხარეებს შორის პროცესი აქტიურ მოლაპარაკებებშიც კი არ გადაზრდილა.

21 წლის სპორტსმენის მიმართ ინტერესს ევროპული კლუბებიც გამოთქვამენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელით სლოვაკური „ჟილინა“ და უნგრული „დიორ ეტო“ არიან დაინტერესებული.

მიუხედავად უცხოური ვარიანტებისა, დეისაძე აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს.