საბა გოგლიჩიძემ "უდინეზე“ დატოვა და ერთწლიანი იჯარით ითამაშებს ასევე სერია A-ს „მონცაში“, რომელსაც ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლება ექნება, – ინფორმაციას geoteam ავრცელებს.

ამ თემაზე წერს იტალიური გამოცემა tuttoudinese:

"უოტფორდთან“ იჯარის ამოწურვის შემდეგ, ქართველი მცველი "უდინეზეში“ დაბრუნდა, სადაც არ თამაშობდა. კლუბმა მიაღწია შეთანხმებას „მონცასთან“ გოგლიჩიძის ტრანსფერზე: სამედიცინო შემოწმება დღეს შუადღისას არის დაგეგმილი და კონტრაქტიც გაფორმდება. გარიგება გამოსყიდვის ოფციას ითვალისწინებს“, – წერს tuttoudinese.

"უდინეზე“ აგრძელებს გუნდის ოპტიმიზაციაზე მუშაობას, სხვა კლუბებში უშვებს ფეხბურთელებს, რომლებსაც მწვრთნელი რუნიაიჩი ძირითადი შემადგენლობის წევრებად არ განიხილავს“, – აცხადებს ტრანსფერების ბაზრის ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო.