სოციალური გამიჩერეს და მომივიდა 68 140 ქულა. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, ჩემი შვილიშვილების, ერთი შშმ პირის და ჩემი საჭმელი ლუკმა. დენის გამო გამიჩერეს დახმარება, მაღალი მოგივიდა დენზე გადასახადიო, - ამის შესახებ ქუთაისის სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრებმა მზევინარ მიქაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და თავად ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო.
"მე ვარ სოციალური საცხოვრებლიდან მიქაძე მზევინარი, 5 თვეა, რაც შვილი დავკრძალე. გარდამეცვალა ნერვიულობის ნიადაგზე. დამიტოვა ჩემმა შვილმა სამი ობოლი, ამასთან ერთად, ერთი 14 წლის არის შშმ პირი რეზიკო. სოციალური გამიჩერეს და მომივიდა 68 140 ქულა. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, ჩემი შვილიშვილების და ჩემი საჭმელი ლუკმა.
რა ნახეს აქ არ ვიცი, რატომ არის ამდენი გადასახადი დენზეო... ცხელი წყალი, მაცივარი და მანქანა არ გამოვიყენო?! ავადმყოფ ბავშვს ღამეც ვბან, როგორ არ გამოვიყენო დენი, ან ცხელი წყალი?! დენის გამო გამიჩერეს დახმარება, მაღალი მოგივიდა დენზე გადასახადიო. ჩემი ქმარი იხდიდა გადასახადს, რომ არ ჩაეჭრათ, ბევრს ჩაუჭრეს.
იატაკი ამოგლეჯილია, სამზარეულოშიც ამოტეხილია, რა ნახეს, არ ვიცი...
აი, ამის ოჯახს (შშმ ბავშვი, რომელიც ვერ გადაადგილდება) რომ შეუჩერებენ დახმარებას... სოციალურ საცხოვრებელში სოციალურ დახმარებაზე არ უნდა იყოს საუბარი. უნდა აიკრძალოს სოციალურ საცხოვრებელში გადამოწმებები (სოციალურ ფულად დახმარებაზე).
რით ვიარსებო?! მე პირადად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ეპილეფსიური. ექიმთან ვეღარ მივალ, ერთჯერადად ვეღარ დავწერ განცხადებას ექიმთან მისვლაზე. ვიღებდი 1080 ლარს, ეს იყო ჩემი პატარებისთვის შემოსავალი წყარო. სკოლაში რომ წამეყვანა ბავშვები, მაგისი იმედი მქონდა, რა ჩავაცვა ორ ბავშვს?! ჩასაცმელის ფულიც არ მაქვს.
არ ვაპირებ უკან დახევას, თბილისშიც რომ დამჭირდეს წავალ. ჩემმა მეუღლემ ინფარქტი რამდენჯერმე გადაიტანა, ახალი გამოყვანილი მყავს კლინიკიდან. ყოველ თვე გათიშული მივყავარ მე საავადმყოფოში. გადახედონ და დამინიშნონ სოციალური ოჯახის სარჩენად", - განაცხადა მზევინარ მიქაძემ.