იმერეთის მოსახლეობა ბოლო 32 წლის მანძილზე თითქმის ორჯერ არის შემცირებული, - ინფორმაციას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა BPN ავრცელებს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იმერეთში 492.5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მაშინ როცა, 1994 წლის მონაცემებით იმერეთის მოსახლეობა 786.4 ათას კაცს შეადგენდა.
იმერეთში თითქმის ყოველი მე-4 ადამიანი პენსიონერია. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2026 წლის იანვრის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რიცხვი 137 588-ს შეადგენდა. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3.941 მლნ ადამიანს შეადგენდა. შესაბამისად, გამოდის, რომ იმერეთის რეგიონში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 12.5% ცხოვრობს.