ქუთაისის ბულვარში არსებული ფანჩატური უფუნქციოა.

სივრცე, სადაც ახალგაზრდები და ტურისტების მოსასვენებელი სივრცე უნდა იყოს, მეეზოვეების აღჭურვილობაა შენახული.

ცოცხები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მეეზოვეების ფორმები, ფოთლების შემგროვებელი სამუშაო იარაღები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საგნებისა, რაც თვეებია, ფანჩატურშია შენახული.

პერიმეტრზე დაცვაა მიმაგრებული, რომელიც ამბობს, რომ ფანჩატურში არავის უშვებენ.

"აქ  დაცვა რომ დააყენეს იმიტომ დააყენეს რომ ჩხუბი არ ყოფილიყო და მეთვალყურეობა გაეწია ახალგაზრდებისთვის, თორემ საერთოდ არ შეშვება როგორ შეიძლება? ქალაქის ცენტრში, ბულვარში, სადაც ტურისტები მოძრაობენ, მოსვენება უნდათ, როგორ შეიძლება მეეზოვეების საწყობად იქცეს ფანჩატური. მთელი ქალაქი რომ მართლა საწყობად გადააქციეს", - ამბობს ადგილობრივი.