ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ“ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა – 0:2.

ქუთაისელები აუტსაიდერთან, რომელსაც ზედიზედ 20 მატჩი არ მოუგია, უპირატესობას ​მთელი შეხვედრა ფლობდნენ.

ანგარიში 90+2-ე წუთზე ტყიბულელების ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ გახსნა, ხოლო მეორედ მასპინძლების კარი გიორგი გოგოლაშვილმა (90+5) აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.