ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 8-სულიან ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
"5 თვეა, რაც შვილი დავკრძალე. გარდამეცვალა ნერვიულობის ნიადაგზე. დამიტოვა ჩემმა შვილმა სამი ობოლი, ამასთან ერთად, ერთი 14 წლის არის შშმ პირი რეზიკო. სოციალური გამიჩერეს და მომივიდა 68 140 ქულა. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, ჩემი შვილიშვილების და ჩემი საჭმელი ლუკმა.
რა ნახეს აქ არ ვიცი, რატომ არის ამდენი გადასახადი დენზეო...
იატაკი ამოგლეჯილია, სამზარეულოშიც ამოტეხილია, რა ნახეს, არ ვიცი", - აცხადებს მზევინარ მიქაძე.