"გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!" - ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

"ერთი ხალხი - ერთი საქართველოს“ წევრები დღეს ქუთაისში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. მოსახლეობამ ხელი მოაწერა პეტიციას და აღნიშნა, რომ მიწა უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს.

მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მიღებული პირობები ქვეყნის ინტერესებს და დემოგრაფიულ ვითარებას აზარალებს. ფლაერებში ხაზგასმულია, რომ კრწანისში, გონიოსა და რუსთავში ათასობით ოჯახი და მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა საფრთხის ქვეშ დგება, ხოლო დაგეგმილი მშენებლობები უცხოელებზეა გათვლილი, რათა მათ საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღონ.

აქტივისტები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.