ქუთაისის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბაზარში პროდუქტებს ისეთი ფასები აქვს, ნებისმიერი რამის შეძენა უჭირთ, რადგან სამსახურები არ არის, პენსია კი ისეთი დაბალია, არაფრისთვის არის საკმარისი.

"ისეთი ფასებია, ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა მიჭირს, პენსიაა ისეთ დაბალი, არც პენსიას ყოფნის, არც მკურნალობას და მშიერი ხარ ფაქტიურად, მთავრობამ უნდა მოძებნოს გამოსავალი", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბაზარში დასაქმებული აცხადებენ, რომ ხალხს ფული არ აქვს და ყველა იაფ პროდუქტს ეძებს, რომელიც ფიზიკურად არ არის.

"იაფი არაფერია, ყველაფერი ძვირია, შემოსავალი არაფერი აქვს ხალხს გასავალი ბევრი აქვს და ყველა ეძებს იაფიანს და იაფი არაფერი არ არის", - აცხადებენ მოვაჭრეები.