ქუთაისში, ჯიბლაძის და თამარ მეფის ქუჩებზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელია დაზიანებული, რის გამოც აღნიშნულ ქუჩებზე ფეკალური მასებით დაბინძურებული წყალი მოედინება.
აღნიშნულ ქუჩებზე მჭიდრო დასახლებაა და უამრავი კომერციული ობიექტი მდებარეობს, რის გამოც იქ დასაქმებულები და ადგილობრივი მცხოვრებლები შველას ითხოვენ.
"საშინელი მდგომარეობაა, მოდის კანალიზაცია, ოთხი კანალიზაციის წყალი მოედინება ჯიბლაძის 10 ნომერში, დატბორილია მთელი გზა, გვაწუხებს სუნი, ეს მდგომარეობა აუტანელია, აქ ყოფნა გაუსაძლისია, ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ძალიან გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება", - აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე თქმით, ყველა წვიმის შემდეგ თითქმის ანალოგიური პრობლემა იქმნება, შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.