ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებული სკვერი ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ადგილობრივების თქმით, სკვერში არსებული საბავშვო ატრაქციონები, ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
მათი თქმით, საბავშვო ატრაქციონების კონსტრუქციები ლურსმნიანი და დაზიანებულია, მოაჯირები კი ნაწილობრივ მოხსნილი ან დაზიანებულია, რაც პატარებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
"აღმაშენებელზე ამ პარკს პატრონი ჰყავს საერთოდ? ლურსმნიანი ნაწილები ყრია, ბავშვი როგორ უნდა ათამაშო აქ? მოაჯირებიც აღარ არის და არავინ ფიქრობს, რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი", - წერს ადგილობრივი ჯგუფში "ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები".
ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დროულად შეისწავლონ არსებული ვითარება და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო უბედური შემთხვევები.