ქუთაისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე დაიღუპა.

"მშვიდობით, ჩემპიონო…" - წერს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია.

ავტოსაგზაო შემთხვევა მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა.