ქუთაისელ 8 წლის ნიტა დავითაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დედა ქრისტინე ჯიშკარიანი ავრცელებს.
მისი თქმით, ნიტას მკურნალობის გასაგრძელებლად იანვრის ბოლოს ისრაელში გამგზავრებაა საჭირო. კლინიკა პროცედურის თანხას წინასწარ ითხოვს — 30 000 დოლარს. ოჯახისთვის ეს თანხა მძიმე ტვირთია, ამ ეტაპზე კი სახელმწიფო პროგრამებით დახმარების მიღება ვერ ხერხდება.
"დრო ძალიან ცოტაა და თანხა ძალიან დიდი. ისევ მჭირდება თქვენი დახმარება, რომ დაწყებული მკურნალობა ბოლომდე მივიყვანოთ. მჯერა, რომ ამჯერადაც ერთად შევძლებთ ყველაფერს", - წერს ნიტას დედა.
ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ და ინფორმაცია გაავრცელონ.
ანგარიშის ნომრები დახმარებისთვის:
პირადი ნომერი: 60001153513
საქართველოს ბანკი: GE72BG0000000499501596
თიბისი ბანკი: GE22TB7921045061100027