წყალტუბოში, სანატორიუმ "ფილიალის" შენობაში ხანძარია.

შემთხვევის ადგილიდან ფოტო-ვიდეო მასალას "ინფო იმერეთს" ადგილობრივები აწვდიან.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.