ქუთაისში მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით კვლავ უკმაყოფილოები არიან.
ადგილობრივების თქმით, ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ მოქალაქეებს მუდმივად ლოდინი უწევთ.
მათივე თქმით, არის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემა უკვე დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს.