ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი–წყალტუბოს გზაზე - საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი „ფიტის“ მარკის მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც „ფიტის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მესამე ავტომობილს შეეჯახა და მანქანა ამობრუნდა.
კადრები "ინფო იმერეთმა“ მოიპოვა.
„სამივე ავტომობილში მყოფთაგან ერთი დაშავდა. იმ მანქანაში, რომელიც კადრებში ჩანს და ამობრუნდა, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა და საბედნიეროდ, ისინი არ დაშავებულან. ავარია ძალიან მძიმე იყო“, – განუცხადა თვითმხილველმა "ინფო იმერეთს“.