ქუთაისის მე-4 და მე-7 სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, ახალი და რეაბილიტირებული სკოლების დაპირებით, საგანმანათლებლო დაწესებულება წლების წინ დაცალეს, იმის შემდეგ კი ადგილზე სამუშაოები გაჭიანურებულად მიმდინარეობს.

მე-4 სკოლის მოსწავლეები  და პედაგოგები მე-13 სკოლაში არიან შეფარებული, მე-7 სკოლის მოსწავლეები და 23-ე სკოლაში.

"მსგავსი უპასუხისმგებლობა ამ სკოლების თავს რომ ხდება, მე არ ვიცი. ჩემი შვილი მე-7 სკოლაში სწავლობს, გამოგვიყვანეს იმ იმედით, რომ მალე ახალ, თანამედროვე და განახლებულ სკოლაში დაბრუნდებაო, იმის შემდეგ სამუშაოები ხან მიმდინარეობს, ხან არა. ეს უბნის სკოლა იყო, ადგილმდებარეობითაც ძალიან გვაწყობდა, ასე როგორ შეიძლება?! როდის დასრულდება ან  როდის განახლდება სასწავლო პროცესი არავინ იცის.  ამ სკოლების ბედით იქნებ ვინმე დაინტერესდეს", - განაცხადა "ინფო იმერეთთან" მე-7 სკოლის მშობელმა.