ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა აფეთქებამ კორპუსის მეხუთე სართული დააზიანა.

მისი ვარაუდით, კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა გახდება საჭირო.

"ამ დილით მოხდა გაზის გაჟონვის ფაქტი, წინასწარი ვარაუდით, რამაც გამოიწვია აფეთქება. დაზიანებული არის კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მოხდა ეს დაზიანება. ქალბატონი, მარტოხელა, რომელიც ცხოვრობდა ამ კორპუსში, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, როდესაც მოხდა აფეთქება.

ამ ეტაპისათვის და ვიზუალური დათვალიერებით აღინიშნება მხოლოდ ამ საცხოვრებელში დაზიანება. ახლა ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ადგილზე ცოტა ხანში მოვა უკვე სამხარაულის წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებს ბინის მდგრადობას და რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომელსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.