ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.

აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ის კლინიკაშია გადაყვანილი და პირველადი მონაცემებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.