ქუთაისის ბიუჯეტს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი 58  500 ლარი დაუჯდა.

საღამო, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი,  ირმა ზავრადაშვილი, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები, ქალაქის მერი დავით ერემეშივილი, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ბიუჯეტის ფულით დაფინანსდა. 

კონცერტი 2026 წლის 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.