ლიბერეცის „სლოვანმა“ ალეკო ბასილაძის ტრანსფერი მილიონ ევროდ გამოისყიდა, – ინფორმაციას ჩეხური ინტერნეტ-პორტალი ავრცელებს.
ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფლანგის მოთამაშემ ლიბერეცის "სლოვანში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩეხური ინტერნეტ-პორტალ infotbal-ის ინფორმაციით, "სლოვანმა“ 20 წლის ქართველი ტალანტის საფასურად მილიონი ევრო გადაიხადა.
დასრულებულ სეზონში ლიბერეცის „სლოვანმა“ ჩეხეთის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში მოხვედრა შეძლო, მაგრამ ევროსაგზური ვერ მოიპოვა და მე-6 ადგილი დაიკავა.
ახალ სეზონს გუნდი 25 ივლისს "პლზენთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს, მანამდე კი გუნდი 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.