ქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია.

გუნდმა პენალტების სერიაში თბილისის „იბერია“ დაამარცხა (2:2 ძირითადი დრო, 6:5- პენალტების სერია) და ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ტიტულის მფლობელი გახდა.

ქუთაისელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ – ანგარიში მე-5 წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემით კომნენ ანდრიჩმა გახსნა, 34-ე წუთზე კი თავი არაბიძემ გამოიჩინა.

თბილისელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. 38-ე წუთზე შანსით ვახო ბედოშვილმა ისარგებლა, 75-ე წუთზე კი ქუთაისელთა კარი ნიკოლოზ დადიანმა აიღო.

83-ე წუთზე „იბერიის“ დებიუტანტმა, ელდარ ყულიევმა, რომელიც მოედანზე სულ 6 რაღაც წუთის შესული იყო, წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ქუთაისის „ტორპედომ“ შეასრულა და სუპერთასს მეოთხედ დაეუფლა.