ჭიათურელ 104 წლის მეცნიერს ელენე აბაშიძეს 2 ივლისს თბილისში, მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მეცნიერს 12:00 საათზე ნაძალადევის ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.

მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.