საფრანგეთში 20 წლის ქართველი ემიგრანტი ათუკა გეწაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მძიმე სენს ებრძოდა.
სამწუხარო ინფორმაციას ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ავრცელებს, სადაც გარდაცვლილი სწავლობდა. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2 საჯარო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე გარდაიცვალა. ძნელია მასზე წარსულში საუბარი, სულით მაღალს და ხორცით ძლიერ ვაჟკაცს მოერია ურთულესი სენი. მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა... ის ხომ სიყვარულის ბიჭი იყო, თბილი, გულში ჩამწვდომი საუბარი იცოდა.
ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მწუხარებით და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს იცნობდა“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.