ქუთაისის მერიაში ოფიციალურად დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც სავარაუდოდ, საკადრო წმენდა მოჰყვება.

ოფიციალური ბრძანების დოკუმენტი "ინფო იმერეთმა" მოიპოვა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება ბოლო პერიოდში დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების გავლენების შემცირებას.

კულუარული ინფორმაციით, რეორგანიზაციის მთავარი მიზანი იმ საჯარო მოხელეებისა და თანამშრომლების იდენტიფიცირება და პოზიციებიდან ჩამოშორებაა, რომლებიც მერიაში სწორედ დაკავებული მაღალჩინოსნების პროტეჟირებით და ნეპოტიზმით მოხვდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ თანამშრომელს შეეხება ოპტიმიზაცია.

"ინფო იმერეთი" თემაზე მუშაობას აგრძელებს.