ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი.
თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით", - წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.
პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის პოზიციის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო, რაც მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო.