ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო - რა თქმა უნდა, ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის გააგრძელებს ამ პარტიასთან ერთად ბრძოლას.

"ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა, ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს", - წერს თინა ბოკუჩავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.

პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის პოზიციის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო, რაც მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო.