ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ლეჟავას სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრ „დიომედი+“-სა და „დიომედი აფხაზეთს”, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებასა და საქართველოს კლინიკების ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალს. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლინიკური ორდინატურა უკრაინაში აქვს გავლილი. არის სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.

კლინიკის ახალი დირექტორის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და კლინიკის განვითარებაა.