2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულების პროექტს ​ცესკოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

აღნიშნული არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება. ცესკო თანხის მიღების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს მიმართავს.

ცესკოს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 18 აგვისტოსი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისთვის კონკურსი გამოცხადდება, მათი შერჩევა კი 23 ან 24 აგვისტოს უნდა მოხდეს.

გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების აუცილებლობა გამოიწვია საკრებულოს წევრებისთვის – ბექა ლაჭყეპიანისთვის (ვანი), რამაზ ხინიკაძისთვის (წალკა), ილია სარსევანიძისთვის (დმანისი) და ადამე მოზაიძისთვის (ახმეტა) უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტამ.