სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

ქუთაისში, ნიკეას მე-2 შესახვევში ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.

"კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.