ქუთაისმა 2007–2018 წლებში დაბადებულ 120 ახალგაზრდა კიკბოქსიორს უმასპინძლა, რომლებმაც ღია სასკოლო პირველობაზე დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლები გამართეს.

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ტურნირში, სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად, 17 ქუთაისელი სპორტსმენიც ღირსეულად ასპარეზობდა.