"ქუთაისის ცენტრში ანტისანიტარიაა, ტროტუარებიდან შარდის სუნი იგრძნობა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მძიმე ვითარებაა“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები“, კომპანია „Travel To Georgia“-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი წერს.
მისი თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სანიტარიული ნორმები დარღვეულია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ტროტუარების მორეცხვის და დასუფთავების სამუშაოებს არასაკმარისად ახორციელებს.
„ქუთაისის ცენტრი შარდის სუნად რატომ ყარს? ტროტუარების გადარეცხვა რა გახდა? ან ბაზრის წინ გზა რა დღეშია, ანტისანიტარიაა... შარშან ერთხელ გაატარეს წყლის ჭავლის მანქანა, რომ დავპოსტე, იქნებ წელსაც გაიმეორონ... უბრალოდ, რა ჭირს ამ ხალხს, არ ეხებათ ეს პრობლემები?“ - წერს ლაშა ბერეკაშვილი.
ადგილობრივები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრსა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების გამკაცრებასა და ქუჩების წყლის ჭავლით სისტემატურ რეცხვას ითხოვენ.