ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი "მართვე" პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი 14-16 აგვისტოს ბათუმში გაიმართა.
ქუთაისურმა გუნდმა ავთანდილ რევიშვილის ხელმძღვანელობით, სამივე შეხვედრა მოიგო.
პირველ მატჩში დაამარცხა ბათუმის "შტორმი” 5:2, ნახევარფინალში მოუგო "ლანჩხუთს” 8:3 და ფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს "ბათუმს” დაუპირისპირდა.
ფინალურ შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. "მართვე” ხუთჯერ იყო "მდევრის” როლში, თუმცა საბოლოოდ "ბათუმი” 8:5 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, 2027 წელს პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "მართვეს” შემტევი თამარ მარუაშვილი დასახელდა. საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი ქუთაისური გუნდის ფორვარდს ანა ჯანელიძეს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ "მართვემ” საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდული გუნდით ითამაშა და მხოლოდ 2 გამოცდილი მოთამაშე ჰყავდა დამატებული.