ქუთაისში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 35 139 ამომრჩეველი მივიდა. დაწერილია ერთი საჩივარი.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ავრცელებს.
ქუთაისში ჯამში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი, სპეცუბანი ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
ქალაქში 152 939 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს და ისინი ამბობენ, რომ ეს არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაციაა.
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, საკუთარ არჩევანს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.