ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მამაკაცს თავის ტრავმა აღენიშნებოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.