"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

32 წლის ქალი დაახლოებით 3 კვირის გაუჩინარებული იყო.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ნივთები ბოლოს გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს.

მაშველები სამძებრო სამუშაოებს წყალსა და ხმელეთზეც ახორციელებდნენ. "ინფო იმერეთს" დღეს დაუდასტურეს, რომ ქალის ცხედარი იპოვეს.