ქუთაისში ავტომანქანა გაქურდეს. 

შემთხვევა სერგი მესხის მეოთხე შესახვევის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მეექვსე ატეესის უკან მოხდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ნივთები, მათ შორის ლეპტოპი და ჩანთა მოიპარეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო.

მომხდარი ფაქტი მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.