ალერგია აქვს ბავშვსო იძახდით და სახლში გამიშვით, არაფერი ჭირსო, გართულებული ბრონქიტი აქვს ბავშვს, დამატებული ყურის ანთება, არცერთ პედიატრს არ გაპატიებთ ჩემი შვილის ამ წამებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ირინე მიმინოშვილი წერს.
მიმინოშვილი კლინიკა "მედიქალ სიტის" უყურადღებობასა და მისი შვილის არასწორ დიაგნოზს და მკურნალობაში ადანაშაულებს.
"ვის უკლავდით შვილს. რა უფლებით მიკლავდით ჩემ სიმწრით გაჩენილ შვილს. არ გაგახარებთ არცერთ ინფექციონისტს, არცერთ ექთანს. ალერგია აქვს ბავშვსო იძახდით და სახლში გამიშვით მახრჩობელა ბავშვი და არაფერი ჭირსო, იძახდით. გართულებული ბრონქიტი აქვს ბავშვს, დამატებული ყურის ანთება, ჰაერი შეუცვალეს გაიძახდით, არცერთ პედიატრს არ გაპატიებთ ჩემი შვილის ამ წამებას. ჩემმა დამ რომ აგაწრიალათ მერე ხომ დაიწყეთ ვითომ ფუსფუსი. მადლობა უფალს, რომ ბავშვი წუხელ გადმოვიყვანე ციციშვილის კლინიკაში.
ამ ეტაპზე ვლოცულობ მხოლოდ ჩემი შვილი ნიკოლოზ დარჯანიას გადასარჩენად. დაგწვავთ ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, თქვენს გამო ჩემ შვილი იტანჯება, ზონდით უტუმბავენ ნახველს!!!!
ამ პოსტს გამწარებული ნიკოლოზის დედა ირინა მიმინოშვილი ვიწერები, არ გამიბედოს ვინმემ გამოხმაურება მაგ კლინიკაზე. ქვითარი დატოვეს ხომ კარგად იძახდით და ხომ მომსდევდით, არ გაგახარებთ არცერთს, არცერთს არ გაგეხაროთ არცერთს, ჩემი შვილი ასე რომ დამიტანჯეთ!!!! გაგანადგურებთ.
ანტიბიოტიკი არ სჭირდება ბავშვსო იძახდით, დღეში ოთხჯერ უკეთებენ ანტიბიოტიკს ბავშვს, ჟანგბადზე მყავს 24 საათი, ვის რას გაპატიებთ ჩემი სიმწრით გაჩენილი შვილის ასე გამწარებას.
დექსათი გყავდათ ბავშვი და რა გინდათ რა კარგ ხასიათზეა ბავშვი იძახდით, დექსათი დამყარებული ბავშვი გამოვიყვანე ...
ყველამ უნდა იცოდეს ჩემი შვილის გადამრჩენელი პირველ რიგში შორენა თოფურია, რომელმაც დააყენა სწორ გზაზე და ქუთაისშიც აბაშის პედიატრი წამლებით მკურნალობდნენ", - წერს მიმინოშვილი.