"ოცნებას" მომავალი არჩევნები ბრძოლით და ერთობით უნდა გამოვგლიჯოთ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ვთვლიდი და ყოველთვის ვმონაწილეობდი ყველა არჩევნებში, რაც ეხება ბოლო ადგილობრივ არჩევნებს,  მქონდა მოლაპარაკებები პარტიებთან, მათთან ხვეწნა, თხოვნა და ჭიდილი, რომ ჩამჯდარიყვნენ ერთ მწყობრში და ერთად გადაეწყვიტათ, რაც 2024 წელს იყო და აქაც მე ვთხოვდი ერთ რამეს, ერთიანი პოზიცია რაც იქნება, ერთიანად წასვლა საბრძოლო არჩევნებზე და არა ისეთზე - "მე მგონი მოვიგებთ და ადვილი იქნება ყველაფერი, წამოგყვებით, თუ იქნება ერთიანი ბოიკოტი, წამოგყვებით". ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ამოირჩიეს და ამიტომ დავრჩით ამ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღესაც ჩემი პოზიცია არის, რომ მომავალ არჩევნებზე (შეიძლება ეს იყოს 2028 წელს, ან მანამდე) აუცილებელია, რომ იყოს ერთობა - პირველ რიგში საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც წარმოადგენს დიდ ძალას და ამ ნაწილმა აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - ბრძოლით. ეს ვერ იქნება არჩევნები, სადაც პარტიები დაიწყებენ ერთმანეთის კონკურენციას.

გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიების არსი ისაა, რომ ყველას ჰქონდეს თავისი იდეოლოგია, თავისი პროგრამა და არჩევნებით შედიოდნენ ერთმანეთთან კონკურენციაში, მაგრამ ეს არის ნორმალური არჩევნები ნორმალურ ქვეყანაში, რასაც ჩვენც მოვესწრებით დარწმუნებული ვარ, მაგრამ პირველი არჩევნები, სანამ ესენი არიან და სანამ ესენი ალბათ, არ დათმობენ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ თვლით, რომ ყველაზე აუცილებელია, მაშინ უნდა ვებრძოლოთ, უნდა გამოვგლიჯოთ ეს არჩევნები და უნდა დავიცვათ ხმები ბრძოლით, ერთობით და შემართებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.