ოპოზიციიდან ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, დრო გავა და თუ ქვეყანა დაიკარგა, გარჩევები ვინ რა შეძლო გვიანი იქნება.
"ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“.
დღესაც, ხალხი ამბობს, რომ ესენი ისედაც იქნებიან, ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება.
დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგეთ მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.