ქუთაისში კორპუსების ფასადების ნაწილს რეაბილიტაცია ესაჭიროება.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ჭავჭავაძის გამზირზეა, სადაც კორპუსების ფასადებიდან ბათქაში ცვივა.
აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს სკოლა, სავაჭრო ცენტრები, ტექნიკის მაღაზიები, ავტოსადგური და ბაზარი და შესაბამისად, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადაადგილდება. კორპუსებიდან ჩამოცვენილი ბათქაში კი შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშიც გახდეს.
ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურას სათანადო ყურადღება მიექცეს.